კატალონია

კატალონიაში ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავებას აპროტესტებენ

Reuters

კატალონიაში ყოფილი პრეზიდენტის, კრალეს პუჩდემონის დაკავებას აპროტესტებენ. აქციები გაიმართა ევროპული კომისიის და გერმანიის საკონსულოს შენობებთან.

საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას 89 ადამიანი დაშავდა.

პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ ესპანეთის მიერ ევროპის მასშტაბით გაცემული დაკავების ორდენით მაშინ დააპატიმრა, როდესაც ის დანიიდან ბელგიაში გადასვლას ცდილობდა. დაკვების ორდენი ესპანეთის სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, თუმცა გასული კვირას ხელახლა გამოსცა. ის სასამართლოს წინაშე ორშაბათს წარსდგება. გერმანიის სასამართლომ მისი ექსტრადიციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

კატალონიაში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რეგიონის პრეზიდენტობის მესამე კანდიდატი, ჟორდი ტურული ხელახლა დააკავეს. წინა კანდიდატების, კარლეს პუჩდემონის და ჟორდის სანჩესის პრეზიდენტად არჩევაზე კატალონიის პარლამენტს ოფიციალურმა მადრიდმა უარი უთხრა, რადგან პუჩდემონი ბელგიაში იყო, ხოლოდ სანჩესი - ციხეში. სამივე მათგანს ბრალი ამბოხებაში, ამობოხებისაკენ მოწოდებაში და სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ.

კომენტარები