სამთავრობო ცვლილებები

ნადირაშვილი: ალავიძე კორუფციული ნოუ-ჰაუს შექმნისთვის მოხსნეს

ევროპული საქართველო

"ვიხილეთ სქემა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სეთურიძის და ალავიძის ფულის კეთების ნოუ-ჰაუ. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ ის ეფექტური მენეჯერია, დავამატებდი, რომ ის ძალიან ეფექტურია ფულის კეთებაში", - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბირიფინგზე თქვა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით, სწორედ ზურაბ ალავიძისა და გიორგი სეთურიძის მიერ შექმნილია სქემა, როდესაც მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს. ხოლო იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ გზების დეპარტამენტში გადადიან.

ევროპულმა საქარტველომ დღეს სუს-ში მიიტანა დოკუმენტები, რომლებიც გზების დეპარტამენტში არსებულ კორუფციულ სქემებს ასახავს. 

 

კომენტარები