სუს-ის ანგარიში

სუს-ი: გამოწვევაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხეები

allmedia.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოსთვის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი საფრთხეები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 

„ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში შექმნილი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის უკონტროლო ვითარება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს საშუალებას აძლევს საკუთარი ოპერატიული, სამხედრო თუ პოლიტიკური მიზნების შესაბამისად განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგენილ იქნა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები", - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა. 

კომენტარები