ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი, რეი ვილკინსი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვილკინსი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევის გამო ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რეი ვილკინსის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა ყოფილმა გუნდმა, ლონდონის ჩელსიმ გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდი "შეძრულია ყოფილი მოთამაშის, კაპიტნისა და მწვრთნელის ასისტენტის გარდაცვალებით."