ყაჩაღობა

გუშინ ღამით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტი "იოლი" დააყაჩაღეს

გუშინ ღამით თბილისში კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტი "იოლი" დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია და ის აზერბაიჯანის მოქალაქეა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი"-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ბრალდებულის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები