ინდოეთი

ინდოეთში 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის სულიერ ლიდერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

ინდოეთში 16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის სულიერ ლიდერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

ასარამ ბაპუმ დანაშული 2013 წელს, ქალაქ ჯუპდურში ჩაიდინა. მის წინააღმდეგ დასავლეთ გუჯარათშიც მიმდინარეობს 

ორივე შემთხვევაზე არსებულ 9 მოწმეს ბოლო 5 წელიწადში თავს დაესხნენ, მათგან 3 უკვე მკვდარია. თავდასხმებს პოლიცია იძიებს. 

77 წლის ბაპუს მსოფლიოს 19 ქვეყანაში 400 ცენტრი აქვს, სადაც ის მედიტაციას და იოგას ასწავლის, მისი მიმდევრების რიცხვი 40 მილიონს აღწევს. 

ახლა ჯუპდური სამართალდამცველების ყურადღების ცენტრშია, იმიტომ რომ არსებობს საფრთხე, მსგავსი დანაშაული გურუს მიმდევრებმა და მხარდამჭერებმაც ჩაიდინონ. 

კომენტარები