Kuwait Airways

საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways შემოდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა. 2017 წლიდან, რეგულარული ავიარეისების შესრულება Kuwait Wataniya Airways-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი, ფრენებს Jazeera Airways-იც განახორციელებს.

კომენტარები