NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 41%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 26% ასახელებს ქართულ ოცნებას, 9% - ერთიან ნაცონალურ მოძრაობას, ხოლო 4% - ევროპულ საქართველოს.

პატრიოტთა ალიანსი და საქართველოს ლეიბორისტული პარტია გამოკითხულთა 3-3%-ის შეხედულებებთან დგას ყველაზე ახლოს.

ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები