მეგობრობის ხიდი

საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრობის ხიდი აშენდება

სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნტი
შემოსავლების სამსახური

საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე, სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე ახალი ხიდი აშენდება. ხიდის სიმბოლური სახელი "მეგობრობის ხიდი" იქნება და მას თანაბრად დააფინანსებენ როგორც საქართველოს ასევე სომხეთის მთავრობები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის იფნორმაციით, პროექტის უშუალოდ განმახორციელებელი კომპანია უკვე გამოვლენილია. ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება.  მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.

ახალი ხიდის მშენებლობა სადახლოს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობას გაზრდის. სომხეთი საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში პირველ ადგილს იკავებს, საქართველოში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წელს 1.7 მილიონი შეადგინა.

მეგობრობის ხიდის აშენების პროექტი ახალი არაა, მისი განხორციელებისთვის ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა. 

კომენტარები