პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

კობახიძე პრეზიდენტზე: ეს იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება

ბევრ გამოწვევაზე შეეძლო საუბარი საქართველოს პრეზიდენტს, არის უამრავი საკითხი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასახული მის ყოველწლიურ მოხსენებაში, თუმცა, ძალიან ბევრ საკითხს აუარა მან გვერდი და ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც მისი აზრით, ოპოზიციური გადმოსახედიდან შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი. ეს არ იყო გამაერთიანებლის მოხსენება, ეს იყო ერთი რიგითი ოპოზიციონერის მოხსენება. 2012 წელს საქართველოში მოხდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა, რომელმაც თავისი გავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე და რეალურად ამ გარდატეხის მნიშვნელობა გიორგი მარგველაშვილმა დაიყვანა ჯანდაცვის რეფორმამდე, სოფლის მეურნეობის პროგრამებამდე და უფასო სახელმძღვანელოებამდე. რაც ძალიან შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ღირებულებები, რომლითაც მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს, და ის ღირებულებები, რომლებიც ამოძრავებდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 2012 წლის გარდატეხის დაგეგმვისას, ბატონი გიორგი მარგველაშვილისთვის არაფერს ნიშნავს. ეს ძალიან სამწუხაროა და ეს რომ სხვანაირად ყოფილიყო, ბუნებრივია ის ამ ღირებულებებს 2014 წელს ზურგს არ შეაქცევდა. ესეც ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

საქართველოს პარლამენტის თვამჯდოამრე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე.

კომენტარები