ერთ-ერთი იტალიური ბანკი გირაოდ ყველ პარმეზანს იღებს. ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა და მთავრობის მიერ ფეხქვეშ გაგდებულმა ეროვნულმა ბანკმა, ლომბარდში მანქანების და სხვა სახის ქონების ჩადება უნდა ავკრძალოთო.
ასეულ ათასობით ადამიანს უზღუდავენ ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ლომბარდებთან წვდომას და შავი ბაზრისკენ ერეკებიან. შავ ბაზარზე კი გასესხებული ფულის დაბრუნების მექანიზმი არის არა გირაო და სახელმწიფო აღმასრულებელი, არამედ კრიმინალური არბიტრაჟი და რეკეტიორები.
შევარდნაძის ეპოქაში აბრუნებს ხალხს მთავრობა და ეროვნული ბანკი.