შსს

შსს: 3 თვის მანძილზე ვაწარმოებდით საგამოძიებო მოქმედებებს ბასიანსა და გალერიში

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

რამდენიმე საათის წინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცადინიშნულების რაზმი შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, უწყება სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს "ბასიანსა" და "გალერიში".

"შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი." - წერია განცხადებაში.

კომენტარები