ზურა ჯაფარიძის დაკავება

პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციაზე ზურა ჯაფარიძე დააკავეს

გირჩი

რამდენიმე საათის წინ, თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა.

რაზმის შესვლის ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, გასაპროტესტებლად კლუბებთან ხალხი შეიკრიბა, რომლებმაც შემდეგ პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლეს. 

პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციის მიმდინარეობისას დააკავეს "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა გვითხრეს, რომ ამის მეტს ვერაფერს გვეტყვიან.

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულია დაახლოებით 50-60 აქციის მონაწილე. მათ შორის დაკავებულები არიან ბასიანი დამფუძნებლები - ტატო გეთია და ზვიად გელბახიანი. ისინი სამართალდამცველებმა ბასიანის ტერიტორიაზე, წერეთლის გამზირზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ ნარკოტიკების გამსაღებელი 8 პირი დააკავეს. 

კომენტარები