სპეცოპერაცია კლუბებში

ხოშტარია: გახარიამ გუშინ ქულები დაიწერა, მაგრამ ქვეყანას ავნო

1.ამ დღეების პროტესტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი აგური დადო სიბნელის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ იყო "ნარკოპროტესტი", ეს იყო ახალგაზრდების და თავისუფალი ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი.

2. სამწუხაროდ ერთი აგური იყო მხოლოდ და ბოლომდე ვერ მივიდა და თავისუფლების მემორიალის დაპყრობა მოძალადეების და ფაშისტების მხრიდან ჩვენ ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებს.

3. გახარიას ნაბიჯი იყო ჭკვიანური სათავისოდ, მაგრამ ფუნდამენტურად მცდარი: ქულები დაიწერა, მაგრამ ქვეყანას ავნო, რადგან მოძალადეებს მისცა გასაქანი, პასუხი არ აგო პოლიციის ძალადობაზე.

გული არავინ გაიტეხოთ და გავაგრძელოთ სიბნელესთან ბრძოლა, აგურების დადებაში არ უნდა დავიღალოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ მუშაობა.

ჩვენ პარლამენტში და არამხოლოდ იქ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ არ დავუთმოთ ქვეყანა ბნელებს, მოძალადეებს და მათ წამქეზებელ მთავრობას.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის ძველ შენობასთან გამართული აქციების გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

კომენტარები