17 მაისი

მამა ელიზბარი: ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე ვერ ჩაატარებს აქ ვერაფერს

რას იცავთ, კაცო? ეს ქუჩა [რუსთაველის გამზირი] ეკუთვნის მართლმადიდებლებს დღეს, თავიდან ბოლომდე, აი, ზევიდან ქვევით გადახედეთ. ვინც ჩამოვა, ვისაც რა მოხვდება, თქვენი ბრალი იქნება, პოლიციის... ნუ იჭერთ ნურავის, თუ ვინმე დასაჭერია დღეს, აი, პარლამენტთან ვინც მოვა, არატრადიციული მიმდევარი იქნება, ისე მიმდევარი იქნება და ხდელს შეუშლის მართლმადიდებლებს, ყველა დაიჭირეთ, დანარჩენებს თავი დაანებეთ. ვისაც დაიჭერთ, ეკლესიაც გამოვა თქვენ წინააღმდეგ იცოდეთ.

ეს ქუჩა ეკუთვნის ეკლესიას 12 საათამდე, მართლმადიდებლებს, ქრისტიანულ დღესასწაულს. ვინც ჩამოვა, აქ საპასუხო პასუხს მიიღებს. ვერავინ ვერ ჩაატარებს ვერც გეი, ვერც მამაძაღლი და ვერც პეტრე აქ ვერაფერს, დღეს არის მართლმადიდებლების ზეიმი, 12 საათამდე ვერავინ ვერაფერს ჩაატარებს, 12 საათის შემდეგ რაც უნდათ, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ...

რუსთავი 2-ის ცნობით, ქაშვეთის ტაძრის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი.

კომენტარები