მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია უკვე დაიწყო. ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები აქვს მოწყობილი.
არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელბდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.
უსაფრთხოების ზომები აქციის გარშემო
პარლამენტის ძველი შენობის წინ კი ამ დრომდე მიმდინარეობს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებენ.
დღესვე საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის" ასაღნიშნავად. 17 მაისი საპატრიარქომ სექსუალური უმცირესობების მიმართ პროტესტის ნიშნად "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.