ოჯახში ძალადობა

ცოლის ხელებით, ფეხებითა და ბლაგვი საგნით ცემისთვის, პირს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

www.geo.tv

სასამართლომ ცოლის ხელებით, ფეხებითა და ბლაგვი საგნით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს გ.ლ.-მ, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა მეუღლეს - თ.მ.-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები