დასავლეთ ირანის 10 პროვინციაში 800 ადამიანზე მეტი ტოქსიკური ველური სოკოს ჭამის შემდეგ მოიწამლა.
11 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია.
ირანის Tasnim News Agency-ს თქმით, არ არსებობს ეფექტური საშუალება ამ სახის შხამზე სამკურნალოდ. მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლო ღვიძლის ტრანსპლანტანტების მიღება.
ხალხი ერთმანეთს მოუწოდებდა, სოკო მხოლოდ მაღაზიებში, შეფუთული და დალუქული ეყიდათ.
BBC-ის მიხედვით, ეს სოკოები ირანის ქუჩებში იყიდებოდა. მაუწყებელი ხალხს აფრთხილებს, არ ენდონ ადგილობრივ ცოდნას და გამყიდველებს.
აღსანიშნავია რომ 11-იდან 7 გარდაცვლილი კერმანშაჰის ტერიტორიიდან არის. ცნობები ცხადყოფს, რომ გასულ თვეში უპრეცედენტო ნალექის გამო მეტი სოკო მოვიდა.