ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესების დამცველია

უპირველეს ყოვლისა, მდგრადი განვითარების ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს ამოცანები დაკავშირებულია დანახარჯებთან, რომლებიც ყოველი მთავრობისათვის ძნელი გასაწევია, რადგან შედეგის მიღებას გრძელვადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს. ჩვენ შევძელით, დაგვეღწია თავი მოკლევადიანი აზროვნების მოჯადოებული წრისათვის და რეალური ინვესტიციები ჩაგვედო მომავლის საქართველოს შენებაში - მოსახლეობის ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაში. ურთულეს რეგიონსა და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში განვითარების მიუხედავად, საქართველოს არასდროს გამოუყენებია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები საბაბად, რომ განვითარების პრიორიტეტებიდან გადაეხვია. ჩვენი ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესების თანმიმდევრული დამცველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, სხვადასხვა ფორმით, კვლავ მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია“ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები