ეს ფოტოები ჯონ ტერნერმა ლონდონში გადაიღო. ჯონი ქონების მენეჯერი იყო, მან 1987 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი ნივთები კი მის ქვრივს, ბეტის გადაეცა.
"შარშან ჩემი ოჯახის ფოტოების გადარჩევა გადავწყვიტე, მინდოდა ზოგიერთი მათგანი შემენახა. სწორედ ამ დროს წავაწყდი აღმაფრთოვანებელ სურათებს", - ამბობს კომერციული ინდუსტრიის ფოტოგრაფი, მარტინ ქეროლი, რომელიც ჯონის ქალიშვილის, ლიზის ქმარია.
ცნობილია, რომ სურათები ტერნერის ქონების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდშია გადაღებული, შესაბამისად, მას ხშირად უწევდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა.
მარტინი ფიქრობს, რომ ეს ფოტოები დღის შუქზე გამოსვლას იმსახურებენ, იმსახურებენ, ხალხმა გაიცნოს. მან ჯონის ფირებიც იპოვა, დაასკანერა და შემდეგ დაბეჭდა კიდეც. ტერნერი 35 მმ-იანი ფირით, ხელში დასაჭერი ფოტოაპარატებით - Leica და Rollei მუშაობდა.
"ეს სურათები ზუსტად მახსენებს და მაჩვენებს მის ნამდვილ ხასიათს, - ამბობს ლიზი, -ისინი მის დამალულ ტალატს ასახავენ."
ლიზი იხსენებს, რომ მამამისს ცილინდრი ხშირად ეხურა და ხელში ყოველთვის ფოტოაპარატი ეჭირა, რათა კარგი მომენტები დაეჭირა.