საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 5,164,857 მობილური ტელეფონია. კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი წილი კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ქვეყანაში Samsung-ის სულ 1,594,795 მობილურია. ეს ბაზრის 30%-ს შეადგენს.
საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:
- Samsung - 1,594,795 აპარატი, ბაზრის 30.88%
- Nokia - 976,250 აპარატი, ბაზრის 18.90%
- Apple - 580,149 აპარატი, ბაზრის 11.23%
- Huawei - 452,377 აპარატი, ბაზრის 8.76%
- Lenovo - 232,939 აპარატი, ბაზრის 4.51%
- TCT - 94,694 აპარატი, ბაზრის 1.83%
- Sony - 94,038 აპარატი, ბაზრის 1.82%
- LG - 78,533 აპარატი, ბაზრის 1.52%
- HTC - 62,341 აპარატი, ბაზრის 1.21%
- ZTE - 25,643 აპარატი, ბაზრის 0.50%
- სხვა - 973,098 აპარატი, ბაზრის 19%
უკანასკნელი წლების განმავლობაში მობილურების იმპორტი თანხორბივად ყველაზე დიდი 2014 წელს იყო და ის $148 მილიონ დოლარს შეადგენდა (რაოდენობრივად 1.4 მილიონი ცალი).