დროებითი საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: საქმის მასალებს მივიღებთ და დავგეგმავთ მაღალჩინოსნების დაბარების დროს

ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. 

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მათი მუშაობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის მიაწვდიან შესაბამისი უწყებები საქმის მასალებს. კაპანაძე ამბობს, რომ მასალების გაცნობის შემდეგ დაიგეგმება, როდის დაიბარებენ გამოსაკითხად მაღალჩინოსნებს. 

"შემდეგი კვირიდან ვიწყებთ სხდომებს აქტიურად, ოღონდ ჩვენი აქტივობა პირდაპირ არის ბმაში იმასთან, რამდენად სწრაფად მოვა ჩვენთან მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. შესაბამისი წერილები გაგზავნილია და ჩვენ ველოდებით დღესაც მასალების მიღებას. როგორც კი მივიღებთ, უკვე შეგვეძლება თან მასალების გაცნობა და მეორე მხრივ, ვინ როდის უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე", - თქვა კაპანაძემ.

მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი იქნება, მდივანი კი ოთარ კახიძე. 

კომენტარები