ეკა ბესელია

Qnet საქართველო ეკა ბესელიას ძმას ეკუთვნის

ტაბულა / ტაბულა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ძმა - სერგო ბესელია საქართველოში ქსელური მარკეტინგის საერთაშორისო კომპანიის Qnet-ის ქართული წარმომადგენლობის 100%-იანი წილის მფლობელია. 

Qnet გლობალის ვებგვერდის მიხედვით, მათ საქართველოში შპს “დრიმლაინი“ წარმოადგენს, რაც ქართულად “ოცნების ხაზსს“ ნიშნავს. კომპანიის მისამართი თბილისში გამრეკელის ქუჩაზეა. 

ბიზნეს რეესტრის მონაცამებით, Qnet საქართველოს დირექტორი იასე ზაუტაშვილია, ის ეკა ბესელიას სიძეა. 

Qnet 20 წლის წინ 1998 წელს დაარსდა, ის ქსელური მარკეტინგის სისტემით მოქმედებს. კომპანია აწარმოებს საკუთარ პროდუქციას, საკვებ დანამატებს, ტანსაცმელს, წონის დაკლების აბებსა და სხვა დასახელების პროდუქტებს. ორგანიზაციაში გაწევრიანებული პირები კი ამ პროდუქტების გაყიდვით მირებულ შემოსავალს კომპანიას უხდიან. Qnet ქსელური მარკეტინგის კომპანიაა, მისი გაყიდვების აგენტები ერთგვარი სქემის მონაწილეები არიან, სადაც იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგარი პირები ქვედა რგოლის გაყიდვის აგენტების მიერ გაყიდული პროდუქციიდან სპეციალურ საკომისსიოებს იღებენ, შედეგად სისტემის ყოველ მონაწილეს აქვს ინიციატივა გაიჩინოს მასზე ერთი საფეხურით მდგარი გაყიდვის აგენტი და მის მიერ გაყიდული პროდუქციიდან დამატებითი შემოსავალი მიიღოს.

ხშირად Qnet-ის საქმიანობას ფინანსურ პირამიდას ადარებენ.

ეკა ბესელიასა და Qnet-ის კავშირი საგამოძიებო ჟურნალისტიკის პორტალმა “აიფაქტმა“ აღმოაჩინა. 

კომენტარები