დედაქალაის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ მიწისქვეშა გადასასვლელში სტრიტ-არტი დაათვალიერა. კალაძის განცხადებით, ნამუშევრები საკმაოდ ლამაზია და მერია აპირებს ხელი შეუწყოს ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და ქუჩებში “ანალოგიური სამუშაოების განხორციელებას.“
“ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა. აქაურობა ძალიან ლამაზია. მიხარია, რომ პროცესში ახალგაზრდები ჩართული იყვნენ და ქალაქის გალამაზებაში მონაწილეობა მიიღეს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ბოლო - ვაპირებთ, რომ ჩვენი ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ქუჩებში, სახლის კედლებზე ანალოგიური სამუშაოები განვახორციელოთ. ეს არის ხელოვნება და ძალიან მაღალი კვალიფიკაციით შესრულებული ნამუშევრებია“, - ამბობს კალაძე.
მერიის ორგანიზებით, 2 ივნისს ქუჩის ხელოვნების ფესტივალი დაიწყო, ფესტივალში, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი, მხატვრები მონაწილეობდნენ, მათ ბარათაშვილის ხიდის
მიწისქვეშა გადასასვლელის საფეხმავლო სივრცის კედლები მოხატეს.
მერიის განცხადებით, ამ ნაბიჯებით თბილისის მთავრობა ქუჩის ხელოვნების განვითარება-ხელშეწყობას ისახავს მიზნად.