აქცია რუსთაველზე

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, არ დავარბიოთ მიტინგი და  არ მოკვდეს არავინ 

სამწუხაროდ, წარსულზე საუბარი ხშირად გვიწევს, რაც ნამდვილად არ არის კარგი. სჯობს, წინ გავიხედოთ და დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბროთ; ეს არის ნამდვილად უკეთესი. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ მაინც გვიწევს საუბარი 9 წელი, 6 წელი და ა.შ. შედარებაც არასწორია წინა 9 წელთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ 9 წელზე უკეთესი, ეს იქნებოდა ნამდვილად არაადეკვატური და არაამბიციური მიზანი. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ აქცია და არ მოკვდეს არავინ ძალის გამოყენებით. ამოცანა ის კი არ არის, რომ ადამიანის უფლება დაირღვეს, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ არღვევდით, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ დავარღვიოთ ადამიანის უფლებები, ეს არის სტანდარტი. ამოცანა ის კი არ არის, რომ დეპუტატი არ შემოგვაკვდეს და არ ვცემოთ, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ შევეხოთ პარლამენტის არც ერთ წევრს. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყველა საკითხზე განსაკუთრებით ამახვილებთ ყურადღებას, ეს არის ოპოზიციის ამოცანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები