ა.შ.შ-ს ოლიმპიური მოთხილამურე ბოუდ მილერის 19 თვის ქალიშვილი, ემი საცურაო აუზში გარდაცვლილი იპოვეს.
ემი მილერი სამხრეთ კალიფორნიაში, მეზობლის სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბატონი მილერი ყველაზე წარმატებული მოთხილამურეა აშშ ისტორიაში, მას 6 ოლიმპიური მედალი აქვს, ოქროს მედლის ჩათვლით.
მისი ცოლი, მორგანი პროფესიონალი პლაჟის ფრენბურთის მოთამაშეა. ის ინციდენტის დროს წვეულებაზე იმყოფებოდა.
ემი ბატონმა მილერმა იპოვა, მანვე ამოიყვანა ქალიშვილი წყლიდან და მის გადარჩენას შეეცადა.
პარამედიკოსებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
"მილიონი წლის მანძილზეც ვერ ვიფიქრებდით რომ ასეთ ტკივილს ვიგრძნობდით. მისი სიყვარული, მისი სინათლე, მისი სული არასდროს დაგვავიწყდება."- წერს ბოუდ მილერი.