სამთავრობო ცვლილებები

ბესელია: სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანება განიხილება

ტაბულა

"იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების გაერთიანება მსჯელობის საგანია,"- ამბობს ეკა ბესელია.

დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროთა რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. ბახტაძე შესამცირებელ სასტუმროებს არ ასახელებს.

"მცირე მთავრობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს, შესაბამისად ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ თუ რა უნდა იყოს ხარჯების ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და შესაბამისად ის გამოთავისუფლებული თანხები როგორი და რა მიმართულებით დაიხარჯება, რაც ჩვენი აზრით უნდა მოიცავდეს სოციალურ მიმართულებებს,"- ამბობს ბახტაძე.

სამინისტროები 2017 წელსაც შემცირდა, მაშინ მთავრობა 18 სამინისტროდან 14-მდე შემცირდა.

2017 წელს შემცირებული და შერწყმული სამინისტროების ჩამონათვალი:

  • ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი;
  • კულტურის სამინისტროს შეუერთდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევიდა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო შეუერთდა.

კომენტარები