ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ კრაუტჰამერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მუცლის ღრუს სიმსივნეს ებრძოდა.
8 ივნისს ჩარლს კრაუტჰამერმა Washington Post-ზე ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ დაავადების გამო, რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.
"ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე კვირის სიცოცხლე დამრჩა. ეს საბოლოო განაჩენია, ჩემი ბრძოლა დასრულდა" - წერდა ჩარლზ კრაუტჰამერი რამდენიმე დღის წინ.
ჩარლზ კრაუტჰამერი პულიცერის პრემიის ლაურეატია, მას ბრიტანულმა Financial Times-მა ყველაზე გავლენიანი კომენტატორი უწოდა.