დროებითი საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: საქმის მასალებში რაღაც კითხვებზე პასუხები არ არის და დღეს უნდა მივიღოთ

შსს-ს წარმომადგენელთან და პროკურორთან ჩვენ გვაქვს კითხვები, საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე. ჩვენ გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული და როგორ. კონკრეტული კითხვები გვექნება ამასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ პასუხები იქნება დამაკმაყოფილებელი. საქმის მასალებში რაღაც კთხვებზე პასუხები არ არის და ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ ეს პასუხები შსს-დან და პროკურატურიდან.

 

პარლამენტის ძველ შენობაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მოუსმენენ.

კომენტარები