გოგი წულაია

"ყველას ვერ გავწვდი" - გოგი წულაიამ რამდენიმე საკრებულოს მახათები გაუგზავნა

ტაბულა

თავისუფალი საქართველოს ერთერთმა წევრმა გოგი წულაიამ ხაშურის, ფოთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მახათები გაუგზავნა.

"ეს არის მახათები, ყველამ კარგად ვიცით, რა სულელური დადგენილებები მიიღო სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა, ზოგმა ცხოველებთან სექსი აკრძალა, ზოგმა პირიქით მოუწოდა, რომ ჯიშიანი სექსპარტნიორები მოუნახეთ თქვენს ცხოველებსო. აგერ ვუგზავნი მახათებს, ამ ჩამოთვლილ საკრებულოს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს. ეს ორი დიდი [მახათი] იქნება საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის, დანარჩენი - თანამშრომლების. ბოდიშს ვუხდი, რომ ყველა ვერ დავაკმაყოფილე, იმხელა უსაქმურთა არმიაა, ყველას ვერ გავწვდი" - თქვა გოგი წულაიამ. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურის, წყალტუბოს, ახალქალაქისა და ფოთის საკრებულოების დადგენილებების მიხედვით, 2 წლამდე და 6 წლის ზემოთ ასაკის შინაური ცხოველების გამრავლება მხოლოდ წელიწადში ერთხელ დაიშვება, დაავადებული და დეფექტის მქონე ცხოველებისა კი იკრძალება.

კომენტარები