Hello Kitty

იაპონიაში Hello Kitty-ის თემატიკის მატარებელი გააკეთეს

დასავლეთ იაპონიის სარკინიგზო კომპანიამ JR West-მა Hello Kitty-ის თემატიკაზე მატარებელი შექმნა. 

ის შიგნიდანაც და გარედანაც Hello Kitty-ს დეკორაციებით არის გაფორმებული. პირველ ვაგონში სკამები არ იქნება, ის განკუთვნილია სუვენირების შესაძენად, ხოლო მეორე ვაგონში გამცილებლებს Hello Kitty-ის უნიფორმა ეცმევათ, რათა ფანებმა მათთან ფოტოები გადაიღონ.

დასაწყისისთვის, მატარებელი სამი თვის განმავლობაში ივლის ოსაკასა და ფუკუოკას შორის. 

JR West-ი იმედოვნებს, რომ ახალი დიზაინით შექმნილი მატარებელი ტურისტების ყურადღებას მიიქცევს და მიიზიდავს მათ. 

"ჩვენ გვინდა, რომ იაპონელებმა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა ისიამოვნონ ამ ჩქაროსნული მატარებლით", - თქვა JR West-ის გაყიდვების დირექტორმა ტაკეჰირო ზაიმ.

მგზავრებს ბილეთის დაჯავშნა ვებსაიტიდან შეუძლიათ.

კომენტარები