დროებითი საგამოძიებო კომისია

ზურაბიშვილი: იოსებ სიგუა გუშინდელ სხდომაზეც არ გამოიყურებოდა ძალიან ჯანიანად

გუშინდელ სხდომას რამდენად უკავშირდება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი არ გამოიყურებოდა ძალიან ჯანიანად. არ ვიცი, ავად იყო თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად ის საუბრობდა გუშინ და ასე ვთქვათ, არ გამოიყურებოდა კარგად.

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ხომ არ უკავშირდება კომისიის გუშინდელ სხდომას. ცნობისთვის, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, იოსებ სიგუა ავად გახდა.

კომენტარები