ოქროსფერმა რეტრივერმა, სახელად ტოდიმ, თავისი პატრონი ჩხრიალა გველისგან იხსნა - ამ დროს კი გველმა ძაღლი დაკბინა.
პატრონმა პაულა გოდვინმა ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე მოყვა და თან დაკბენილი ძაღლის სურათებიც დაურთო.
"ჩვენ გორაკს მივუყვებოდით, როდესაც შემთხვევით ფეხი ჩხრიალა გველს დავადგი, თუმცა, ჩემმა გმირმა ძაღლმა ტოდიმ გადამარჩინა. ის ჩემს ფეხს გადაეფრა, ზუსტად ამ დროს უკბინა გველმა. ძაღლმა "ტირილი დაიწყო", ამიტომ მე ის ხელში ავიყვანე, მასთან და მეორე ძაღლთან ერთად ვირბინე და 10 წუთში საავადმყოფოში მივედით. ძაღლს შხამსაწინააღმდეგო ნემსი გაუკეთეს და 12 საათის განმავლობაში საავადმყოფოში დატოვეს. მან მე გადამარჩინა, ის ჩემი გმირია." - წერს პატრონი.