ხვალ, 10 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.