ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლს შეასრულებს - ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბეტმენის მთავარი მტრის, ჯოკერის შესახებ ფილმს Warner Bros. იღებს და მისი რეჟისორი ტოდ ფილიპსი, პროდიუსერი კი მარტინ სკორსეზე იქნება. The Hollywood Reporter-ის თქმით, ფილმის გადაღება 55 მილიონი ამერიკული დოლარი ჯდება.
აქამდე ჯოკერის როლები ჯეკ ნიკოლსონს, სეზარ რომეროს, ჰიტ ლეჯერსა და ჯარედ ლეტოს ჰქონდათ შესრულებული.