ეს იყო სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ეფექტური და წარმატებული. რომლის დროსაც 8 ნარკორეალიზატორი იყო დაკავებული, მათი გარკვეული ნაწილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ჩვენებებს იძლევიან. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს მოვიხდი. უბრალოდ, ამ სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში, ჩვენ მოგვიწია ჩვენი მშვიდობიანი ახალგაზრდებისთვის და მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში და იქვე აღვნიშნე, რომ ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად შეზღუდავს, ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის
tbl.ge/30wz
დაკოპირდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ლომაიას კითხვას უპასუხა - თუ რატომ მოიხადა მან ბოდიში, კლუბში სპეციალური საპოლიციო ღონისძიების ჩატარების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ეს ღონისძიება წარმატებული იყო.
ამავე თემაზე
- საქართველოსთვის: ოცნება ცრუობს - 20 ივნისის შტურმს და მიმდინარე აქციებს ერთმანეთს ადარებს
- გახარია კალაძეზე: ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად
- გახარია ოცნებაზე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, შეიძლება, 30%-საც ვერ მიუკაკუნონ
- გახარია პატარა პარტიებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს
- გახარია: ივანიშვილის გამოჩენა ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის დიდი საჩუქარია