ჩემს გადაცდომებთან დაკავშირებით მე ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოვისმინე და საზოგადოებას ვპირდები, რომ ვერც მოვისმენ, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, სრულად აგებს პასუხს, თუ ექნება რამე გადაცდომა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არ მქონია არანაირი გადაცდომა და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და იმ სიმართლეში, რომელი სიმართლეც მე გამაჩნია
tbl.ge/31a7
დაკოპირდა
ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი TV პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია". ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე, ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე პროკურატურამ გამოკითხა.
ამავე თემაზე
- ანტიკორუფციული ბიურო: TI-ს განცხადება სიცრუეა, GRECO-ს ანგარიშის თარგმნა დაწყებულია
- TI: მთავრობა GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
- TI: მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს
- მდინარაძე: არანორმალური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, კორუფცია არ არის, ფაქტები გამიგია ჩემი ყურით
- კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს