სერიალები

The Walking Dead-ში მთავარი როლის შემსულებელმა მსახიობმა, სერიალი დატოვა

The Walking Dead-ის ვარსკვლვლავმა, ენდრიუ ლინკოლმა სან-დიეგოში, პოპულარული კულტურის გამოფენა San Diego Comic Con International 2018-ზე თქვა, რომ სერიალიდან მიდის.

ლინკოლნი რვა წლის განმავლობაში ყოფილ პოლიციელის რიკ გრაიმსის როლს თამაშობდა. მისი თქით, მეცხრე სეზონი პერსონაჟის დასასრული იქნება. მსახიობი მაყურებელს დაემშვიდობა და გადამღებ ჯგუფს წარმატებები უსურვა. 

"მე მიყვარს ეს სერიალი. ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ყველა ვინც ამ სერიალის შექმნაში მონაწილეობს. ეს შოუ ჩემი ნაწილი გახდა, ჩემი ოჯახი. ვფიქრობ დროა, ჩემ ნამდვილ ოჯახს დავუბრუნდე სახლში წავიდე",- თქვა მსახიობმა.

მსახიობის წასვლასთან დაკავშირებით მისმა კოლეგამ ჯეფრი დინ მორგანმა, რომელიც სერიალში ნიგანის როს თამაშობს, ლინკოლს სიურპრიზი მოუწყო და ფილმიდან "რეალური სიყვარული", სცენა განასახიერა. 

"რეალური სიყვარულიდან" ენდრიუ ლინკოლნის მიერ შესრულებული სცენა კი, ალბათ, ყველამ ძალიან კარგად იცით. 

The Walking Dead მეცხრე სეზონით ოქტომბერში დაბრუნდება. მანამდე კი ნახეთ სერიალის ტრეილერი

კომენტარები