ძალიან ბევრი მაჩვენებლებით საერთაშორისო კვლევებს თუ ნახავთ თუგინდ მედიის თავისუფლებით, თუგინდ მთავრობის გამჭვირვალობით, ეფექტურობით ძალიან ბევრ ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს დღეს საქართველო, ამ დროს ეკონომიკა არის ასეთი როგორიც არის. ჩემი რესურსი ამ შემთხვევაში, ჩემი პირადი რესურსიც ამ დისბალანსში მინდა რომ მაქსიმალურად ქვეყანას მოვახმარო გუნდს მოვახმარო, რომ როგორმე ვინმეს ცდუნება არ გაუჩნდეს და უარი არ ვთქვათ იმ ღირებულებებზე და ამ დროს ეკონომიკა დავაწიოთ იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს განცდა რათ გვინდა ეს თუ ეკონომიკა არ გვაქვს. სწორედ ეს ღირებულებები, რაც ნაწილია დემოკრატიულობის ეკონიმიკის ზრდას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და ჩვენ უნდა როგორმე მოვახერხოთ ეს მოვითმინოთ, ავიტანოთ. ძალიან რთული სამართავია. დემოკრატიულობა და დემოკრატიზაცია სააკაშვილი და მისი გუნდი რომ იძახდა იმდენს ჩვენს გუნდში არავინ არ ამბობდა და არ იმეორებს. სურვილი არ ჰქონდათო ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიან ქართულ ოცნებას და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა სწორედ იმაში იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა. თორე სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას, თუნდაც ამაში ჩანდა რომ სურვილი დიდი ჰქონდა, რომ დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას ღებულობს ამ პროცესებში და გარეთ რომ გახვიდოდი, ხელისუფლებაში როცა მოვედით ჩვენ პირველ წელს ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ, ჩვენც სტრატეგიულ პარტნიორებთნ აშშ-თან, ევროპაშიც გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად , ამ დროს სააკაშვილი დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლო. და სურვილი რომ ჰქონდა თუნდაც მათივე შეფუთულიდან ჩანდა...
tbl.ge/31k6
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად"
ამავე თემაზე
- უდუმაშვილი ივანიშვილზე: არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ბრძოლიდან, ეშინია
- ხაზარაძე ივანიშვილზე: ქარაქუცობა ნიშნავს, რომ საქმე არ გამოგდის, ასეთები თავისკენ მოიკითხოს
- ივანიშვილი "ოცნებაზე": მზადაა, აგოს პასუხი საკუთარ თავზე, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
- ივანიშვილი: მაჩანჩალა პოლიტიკოსი არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას
- ივანიშვილი: პოლიტიკოსის პროფესიას თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს