ბათუმი

ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის. 

კადრებზე, რომელიც დელფინარიუმმა გამოაქვეყნა, პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. დედა და შვილი სპეციალურად მათთვის მომზადებულ სივრცეში არიან, სადაც მწვრთნელებისა და ვეტერინარის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ახალშობილი მუქი ყავისფერი ბეწვით დაიბადა. წონა 5-7 კგ. ის სრულიად ჯანმრთელია. 

ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება.

გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა.

 

კომენტარები