პაატაზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი: 4 წლის შემდეგ რომ ჩავედი ისევ მეტროში, გავოგნდი სიღარიბის დონით!

მას [ივანიშვილს] არ მოეწონა, როდესაც ქვეყანა მდიდრდებოდა და ეს სიმდიდრე არ ნაწილდებოდა საზოგადოებაზე. ღარიბები უარესად ღარიბდებოდნენ და ვინც ისედაც მდიდარი იყო, კიდევ უფრო მეტი ფული იშოვა.

ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, არ მყავს ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. როცა გავხდი მინისტრი, ბუნებრივია, მანქანა მემსახურებოდა და არ ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 4 წელი პაუზა მქონდა. 4 წლის შემდეგ რომ ჩავედი ისევ მეტროში, გავოგნდი სიღარიბის დონით! პატარა ბავშვი რომ სახლში იზრდება, შენ თვალწინ, ვერ ხვდები, როგორ იზრდება, მაგრამ საკმარისია, ერთი წელი არ ნახო, მიხვდები, როგორ გაიზარდა.

პაატა ზაქარეიშვილი "ახალ თაობას" ესაუბრა. მას ჰკითხეს რა არ მოსწონდა ივანიშვილს კვირიკაშვილის საქმიანობაში.

კომენტარები