მკველელობა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოფხიზლდა

ნეტგაზეთი

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა.

სარალიძის შეფასებით, შსს-ში მიმდინარე გამოძიება ამ ეტაპზე სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს იმ პირების ბრალეულებას, ვის პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვდა. ზაზა სარალიძე იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გონს პროკუტატურა და ის პროკურორებიც მოეგებიან, რომლებიც იცავენ მიხეილ კალანდიას და ამ საქმეს. 

"მივიღე ინფორმაცია, რომ არის წინსვლა გამოძიებაში. არა მხოლოდ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, არამედ კარგი, წარმატებული წინსვლა აქვთ რასაც გადავხედე და გავეცანი, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოფხიზლდა. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ სწორად მიჰყავთ გამოძიება ამ ეტაპზე. ყველაფერზეა რაღაც ინფორმაცია მოგროვებული, ვნახოთ, პროკურატურა რა ნაბიჯს გადადგამს. ფაქტია, რომ პროკურატურა ისევ და ისევ არა მხოლოდ მიხეილ კალანდიას იცავს, მაგრამ იმედია გონს მოეგებიან მოქმედი და ყოფილი პროკურორებიც და ჭეშმატირებას ფარდას ახდიან", - თქვა ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში. 

კომენტარები