აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, შასტას ოლქში ხანძარი 194 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას მოედო. ხანძარმა 500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. 37,000-მდე ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. დაიღუპა ორი მეხანძრე. დაკარგულად ითვლება კიდევ სამი ადამიანი.
ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ხანძრის კერებში ცხელი ჰაერის მბრუნავი მასები წარმოიქმნება და ატაცებულ ალს და ფერფლს რამდენიმე მეტრის მანძილზე ავრცელებს. მოვლენას "ცეცხლოვანი ტორნადო" უწოდეს.
ცეცხლს 3,400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ამ დროისათვის ხანძრის მხოლოდ 5%-ის ლოკალიზება მოხერხდა.
აშშ-ის მასშტაბით ამჟამად ცეცხლის 90 აქტიური კერაა. ასევე კალიფორნიის შტატში გაჩენილმა კიდევ ერთმა ხანძარმა ერთი მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხანძრის გამო დახურულია იოსემიტის ეროვნული პარკიც.