ხანძარი

სოფელ საგურამოში ხანძარია, 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სოფელ საგურამოში ხანძარია. დაახლოებით 3 ჰექტარ ფართობზე ბალახი და ბუჩქნარი იწვის. ერთ-ერთ ლოკაციაზე ძველი საბურავები დაიწვა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ამ წუთებში ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.

კომენტარები