საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ბესელია: მომწონს იდეა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი

რაც შეეხება ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენი შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, კონტურები ცალკეულ, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა უკვე, რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს. მე პირადად მიმაჩნია, რომ საინტერესო და დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მას შემდეგ რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, ვინც აპირებს მონაწილეობას საპრეზიდენტო მარათონში, მმართველი გუნდიც ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი. ეს იდეები, მე პირადად, ძალიან მომწონს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ

კომენტარები