საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
სააგენტოს ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰა ფართობი, სომხეთის ტერიტორიაზე კი 50 ჰა.
ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და 12 ავტოცისტერნა.