დროებითი საგამოძიებო კომისია

კაპანაძე: კომისიის პოლიტიზირება რომ გვდომოდა მინისტრებს აგვისტოში არ დავკითხავდით

ამ კომისიის შექმნის იდეა წამოვიდა ევროპული საქართველოდან და ქართული ოცნების წევრები ცდილობენ ქულა დაიწერონ, რომ ჩვენ შევქმენითო, მაგრამ რეალობა იყო შემდეგი, ან კომისია შეიქმნებოდა ოპოზიციის უმრავლესობით და ჩვენი თავმჯდომარეობით ან არ შეიქმნებოდა, მარტივად იდგა საკითხი. ამაზე დათანხმება მოუწია ქართულ ოცნებას, მათ შორის საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე და ეს კარგია.

ამ კომისიას აქვს შანსი სერიოზული ფურცელი ჩაწეროს პარლამენტარიზმის ისტორიაში. პირდაპირ გეუბნებით, რომ ევროპული საქართველო წერს ამ ფურცელს პარლამენტარიზმის ისტორიაში. მათ შორის მთავრობის ანგარიშვალდებულების ისტორიაში და დარწმუნებული ვარ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს.

ჩვენ რომ ამის პოლიტიზირება გვდომოდა ივლისის 31-ში კი არ დავამთავრებით მუშაობას და მინისტრებს ახლა კი არ დავიბარებდით აგვისტოში სანამ სეზონი დაიწყებოდა, მინისტრებს დავიბარებდით სექტემბრის დასაწყისში, როცა პოლიტიკური სეზონი იქნებოდა ცხელი. ჩვენი სამქინობიდან ერთი რაღაც გამომდინარეობს, ჩვენ გამოვდივართ საქმის ინტერებიდან და არა პოლიტიკური დღის ინტერესიდან გამომდინარე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე და ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე კომისიის შექმნაზე რუსთავი ორის ეთერში, გადაცემაში არჩევანი.

კომენტარები