კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძარი კვლავ მძვინვარებს. ცეცხლი ამჟამად 1148 კვადრატულ კილომეტრზეა მოდებული. შტატის მასშტაბით ხანძრის 18 დიდი კერაა.
ცეცხლის გავრცელებას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს. ხანძარს 14,000 მეხანძრე და ასობით ჯარისკაცი ებრძვის. ამჟამად ხანძრის მხოლოდ 30%-ია ლოკალიზებული.
არსებული ინფორმაციით ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლმა 150-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ამ დრომდე შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრად შარშან გაჩენილი ტყის ხანძარი ითვლებოდა, რომელსაც "ტომასი" უწოდეს. მაშინ ცეცხლი 1140 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.