საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების - სეთურებისა და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მათივე განცხადების მიხედვით, მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.