2008 წლის აგვისტოს ომი

კონდოლიზა რაისი: ნურავინ იტყვის, რომ აგვისტოს ომზე აშშ-ს რეაგირება არ ჰქონია

EPA

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ამერიკულ გამოცემა Washington Post-ში მოსაზრება გამოაქვეყნა. 

რაისი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტს სწორედ ომის დროს იკავებდა და საქართველოშიც იმყოფებოდა, 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარს იხსენებს. 

"ათი წლის წინ, ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის ბოლო წელს, რუსეთი საქართველში შეიჭრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ ისტორიული მოვლენის რამდენიმე ასპექტი. 

ბუშის ადმინისტრაციამ აღიარა საქართველოში რუსული სამხედრო მოქმედებების მოსალოდნელი საფრთხე. 2008 წლის გაზაფხულიდან, აშშ და გერმანია ცდილობდნენ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მზარდი დაძაბულობის დეესკალაციისთვის მოლაპარაკებები ეწარმოებინა. 

მე პირადად ვუთხარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ რუსები ეცდებიან მის პროვოკაციაზე წამოგებას და რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მას არ უნდა ჰქონოდა NATO-ს სამხედრო პასუხის იმედი. მე არ ვადანაშაულებდი მას ამ კრიზისის შექმნაში და არც ახლა ვადანაშაულებ. 

როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, აშშ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის დაცვაზე ფოკუსირდა. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო სისტემა გაერთიანდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერაყიდან, ასე მათ შეეძლოთ თავისი სამშობლოს დაცვა. ადმირალმა მაიკ მალენმა, აშშ-ის შეირაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ ჩვენ ასე ვიქცეოდით და ეს ჩარევა არ ყოფილა. და როგორც სააკაშვილმა თქვა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სვეტში, ჩვენ აშშ-ის სამხედრო ხომალდებით საქართველოში ჰუმანიტარული კოლონა გამოგზავნეთ. ეს იყო სიგნალი რუსებისთვის. 

ემუქრებოდა თუ არა თბილისს საფრთხე? ნამდვილად ემუქრებოდა: კრიზისის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ მას ჰქონდა ომის სწრაფად დასრულების სამი პირობა:

  • პირველი, საქართველოს უნდა მოეწერა ხელი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებაზე.
  • ქართველები ყაზარმებში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ორივე ეს პირობა საქართველოსა და მისი მოკავშირეებისთვის მისაღები იყო. მესამე წინაპირობა, რომელიც ლავროვმა პირადად, "ჩვენ შორის" მითხრა და რამაც შოკში ჩამაგდო, იყო მიხეილ სააკაშვილის გადადგომა". 

მე ლავროვს ვუთხარი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა საუბრობდნენ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადაყენება. 

"მე დავურეკავ ყველას, ვისთანაც შემიძლია და ვეტყვი, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს", - ვუთხარი მე ლავროვს. ის განრისხდა. მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და რუსეთის რეალური მოტივები მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა. სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩა, საქართველოს დემოკრატია კი გადარჩა. 

სხვათა შორის, როგორც კაგანმა აღნიშნა, ამერიკის შტატებმა სთხოვა საფრანგეთს, რომელიც იმ დროს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ჩართულიყო მოლაპარაკებებში, რათა საომარი მოქმედებები დასრულებულიყო. მთლიანობაში, მათ ვერ შეძლეს - და მე პირადად ვაწარმოე საბოლოო მოლაპარაკება ომის დასრულების შესახებ. მე პირადად ვიჯექი სააკაშვილის კაბინეტში, გადავამუშავეთ ფრანგული პროექტი. მათ შორის ცვლილებები შევიდა გეოგრაფიული ნაწილის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებს გადაადგილების უფლება ექნებოდათ და ამავე დროს, საქართველოს დედაქალაქს საფრთხე არ დაემუქრებოდა.” – წერს რაისი.

ამერიკის შეერთებული შტატები ზოგჯერ იზღუდება ზოგიერთ გარემოებაში, ისეთში, როგორიც საქართველოს კონფლიქტი იყო. ჩვენ ჩვენი ენერგია მოსკოვის შეჩერებისკენ მივმართეთ, რათა მას არ დაემხო ახალი დემოკრატია, რომელიც მაშინდელ პრემიერმინისტრ ვლადიმირ პუტინს ძალიან სძულდა. ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ქართველებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოყვეს. სეპარატისტულ რეგიონებზე დაწესებული სანქციები დიდწილად რჩება, მოსკოვი საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დარღვევისთვის ფასს იხდის, რაც მას ეკონომიკურად განვითარებაში ხელს უშლის. 

აშშ-მა შეახსენა მოკავშირეებს, რომ ბუქარესტის სამიტზე მათ არ დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ი და აღმოსავლეთ ევროპა ამას ითხოვდა. ეს პუტინისთვის ცუდი სიგნალი იყო. 

ჩვენ მაშინ ვერ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ჩვენ ვიმოქმედეთ და საქართველომ დემოკრატია შეინარჩუნა. ეს მაინც სევდიანი ამბავია და შეიძლება პუტინმა არასწორი დასკვნები გამოიტანა. იმისთვის რომ რუსეთი მომავალში შევაჩეროთ, აუცილებელია წარსულის შესახებ ფაქტები სწორად ვიცოდეთ", - წერს კონდოლიზა რაისი. 

კომენტარები